ლადო ბოჟაძე - სერბეთის მაგალითი ბევრისთვის ახალი მუზა აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტრატეგიული ობიექტები გადაკეტოს - სიმბოლურია, რომ ოპოზიციას დასავლეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სურდა!

სერბეთის მაგალითი ბევრისთვის ახალი მუზა აღმოჩნდა იმისთვის, რომ სტრატეგიული ობიექტები გადაკეტოს - სიმბოლურია, რომ ოპოზიციას დასავლეთისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა სურდა! - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო ბოჟაძემ 2 თებერვალს, თბილისის შესასვლელთან გამართულ აქციაზე საუბრისას გააკეთა.

ბოჟაძის შეფასებით, აქციის მონაწილეები პოლიციას შეგნებულად უპირისპირდებიან იმ მიზნით, რომ რაც შეიძლება ბევრი დაზარალებული და დაკავებული იყოს, „რათა შემდეგ მათმა პატრონებმა გარედან პოსტები აქვეყნონ და „ტვიტები“ წერონ.

სამართალდამცავთა მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოვლენილ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით კი ბოჟაძემ განაცხადა, რომ ყველა ასეთ შემთხვევას სპეციალური საგამოძიებო სამსახური სწავლობს, ხოლო გამოძიებას მტკიცებულებების მაღალი სტანდარტი სჭირდება.

კითხვაზე, არის თუ არა მტკიცებულება, მედიით გავრცელებული კადრები, რომლებზეც ზვიად ხარაზიშვილის მიერ ერთ-ერთ დაკავებულ პირზე ჩალადობა ჩანს, ბოჟაძემ აღნიშნა, რომ „ეს არის მტკიცებულება, რომელზეც გამოძიება უნდა ჩატარდეს და თუ ეს მტკიცებულება დანაშაულის ფაქტს გამოავლენს, იქნება ხარაზიშვილი თუ სხვა გვარის პოლიციელი, შესაბამისი რეაგირება იქნება“.

„ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად ადამიანებს ციხეში მტკიცებულებების გარეშე ვერ გავუშვებთ - თუ რომელიმე სამართალდამცავმა უფლებამოსილებას გადაამეტა, ამას შესაბამისი სამსახური იძიებს.

კადრები ყველამ ნახა. ძალადობა ყველასთვის მიუღებელია, იმ ადამიანებისგან განსხვავებით, ვისთვისაც ძალადობა ცალმხრივად არის მიუღებელია და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოლიციელები უნდა დაისაჯონ, ხოლო სხვა მოძალადეები პოლიტპატიმრები და სინდისის პატიმრები არიან, რომელთაც კარი უნდა გაუღონ და გაუშვან.

შესაბამისი სამსახური არსებობს და თუ პოლიციის მხრიდან დარღვევებია, ვალდებულია ის გამოიძიოს. იცით, რომ ამ მიმართულებით არაერთი საქმე არის აღძრული, მათ შორის ჟურნალისტების თუ მოქალაქეების მიმართ ძალის გადამეტების შემთხვევებზე. ჩვენ ეს თავის დროზე დავგმეთ - კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი და ძალადობა ჩვენთვის არის მიუღებელი“, - განაცხადა ბოჟაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში