მამუკა მდინარაძე - ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში

ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები განსხვავდება საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედებებისგან.

„ის, რაც ხდება ქუჩაში, თუ ვინმეს სჯერა, რომ აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად ხდება, მან არაფერი იცის იმის შესახებ, რაც ხდება ქუჩაში.

თუ ამ ქვეყანაში, ერთი ადამიანი არის, რომელიც ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები, მავნებლობები, რაც წარმოებს აგენტურული ოპოზიციის მიერ, ამ აგენტურის პატრონების, ან საქართველოში აშშ-ის საელჩოსგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად და დისტანცირებით ხდება, მას წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში. არც გლობალურად და არც ვიწრო თემებთან მიმართებით. სამწუხაროა, რომ აშშ-ის ახლად არჩეული ხელისუფლების განცხადებები, ნარატივები ერთია და მისი ქვედა რგოლების, მათ შორის საქართველოში ამერიკის საელჩოს მოქმედება აბსოლუტურად აცდენილია იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ. იმედია, ეს ძალიან მალე გასწორდება.

ბუნებრივია, შტატები არ არის პატარა ქვეყანა და პატარა ბიუროკრატია არ არის შტატებში, რომ ასე მარტივად შეიძლებოდეს „დიფ სთეითისა“ და მისი გავლენების დამარცხება, სხვა დაბალ რგოლებშიც, დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები იქნება. მაგრამ ჩვენ ჩვენი გვაწუხებს, ვიდრე სხვა დანარჩენი. უნდა მივეჩვიოთ ამას, რომ ჩვენმა უნდა შეგვაწუხოს უწინარესად, არა უკრაინამ, არა მოლდოვამ... ჯერ ჩვენმა და მერე კი ბატონო, ვიმეგობროთ ვისთანაც გინდათ, მაგრამ საქართველოში შტატების საელჩო კვლავ განაგრძობს პატრონობას, რასაც გუშინდელი აქციის ორგანიზება ჰქვია. იმედია, ნელ-ნელა ეს მიდგომა, ქვედა რგოლების თვითნებობა, „დიფ სთეითისა“ და არა ამერიკელი ხალხის მსახურება მალე დამთავრდება. სუბიექტურადაც ეს გვაწყობს. სანამ ქვედა რგოლი ზედა რგოლის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მანამდე ეს ჯანჯღარი და გარკვეული ტურბულენტობა [წინა კვირებთან მიმართებით ცოტა ნაკლები] მაინც გაგრძელდება, რაც აზიანებს საქართველოს ეკონომიკას, ლარის კურსს, მოქალაქეების უფლებებს და ა.შ. ეს რამდენადაც აღმოიფხვრება, იმდენად კიდევ უფრო თავისუფალი იქნება საქართველოს მოქალაქე, ხელისუფლება, ქართველი ხალხი თავის მოქმედებებში და მით მეტად გაიუმჯობესებს კეთილდღეობის ხარისხს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გარდა ამისა, მდინარაძემ უპასუხა „დიფ სთეითთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვას და განაცხადა, რომ საქართველოსთან „დიფ სთეითის“ ბრძოლა კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს და ჯერჯერობით მისი შესუსტების ნიშნები არ ჩანს.

„განცხადებების დონეზე კი ბატონო, მაგრამ „დიფ სთეითის“ შესუსტების ნიშნები, საქართველოსთან მიმართებით განსაკუთრებით არ ჩანს, იმიტომ, რომ კვლავ აგრძელებენ „დიფ სთეითის“ აგენტები იმგვარ მოქმედებებს, გუშინდელი ფაქტიც ამაზე მეტყველებს, რომ კვლავ არის აქტიური მცდელობა ჩამოიშალოს სახელმწიფო ინსტიტუტები და სისტემა საქართველოში, იმისათვის, რომ მერე ვიღაცამ იქით დაამუნათოს საკუთარი ქვეყნის ხელისუფლება, თუ ქართველი ხალხი და ა.შ. აი როგორ შეიცვალა საქართველოში ხელისუფლება და როგორ „ვაჟკაცურად“ ჩაერთო რუსეთის წინააღმდეგ ომში საქართველო. ამისი აქტიური მცდელობები რადგან კვლავ არის სახეზე, ეს იმას ნიშნავს, რომ „დიფ სთეითი“ თავისი სიძლიერით, სრული სიძლიერით კვლავ ახორციელებს მართვას საკუთარი აგენტურისა საქართველოში და მათ უკან ნაბიჯი არ გადაუდგამთ ჯერჯერობით, მაგრამ ჩვენ ამას იმ პერიოდში ვუძლებდით, როდესაც აშკარა და ღია მხარდაჭერა იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ, განცხადებებით დეკლარირებული მხარდაჭერა და მაშინ, როდესაც ასეთი დეკლარირებული მხარდაჭერა არ არის, რა თქმა უნდა ამასაც გავუძლებთ, თუმცა ბრძოლა „დიფ სთეითისა“ საქართველოსთან კვლავ იგივე ძალებით მიმდინარეობს. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იმ ქვეყნის ხელმძღვანელობა, ლიდერები განცხადებებით აშკარად და ღიად უპირისპირდებიან, თუმცა მათი მოქმედებები კვლავ ძალაშია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე