მამუკა მდინარაძე მზია ამაღლობელზე - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი!

კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „ბათუმელების“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი.

„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია, შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი... ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი.

სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არცერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ შანტაჟს სახელმწიფო არ და ვერ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ რომ იყოს, შიმშილისა და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას მიხედოს.

შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი არის სახელმწიფოსთვის დიდი ზიანის მომტანი. გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. გადაჭარბების გარეშე, სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი. მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ 9 მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტებიც რომ ვიყოთ, არცერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“, მაგრამ გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ "სტიკერი" დააკრა პოლიციელს - ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი. ახლა შიმშილობა რომ უნდა დააძალონ „ნაცებმა“, იქნებ მოკვდეს რამენაირადო და გამოვიყენოთ ეს ამბავიო, ეს მათი გეგმის ნაწილია. უნდა განვასხვაოთ გმირი და გარე დავალების შემსრულებელი ერთმანეთისგან. თუ მზია ამაღლობელი ამას დავალებით არ ასრულებდა და ვიღაცამ წააქეზა, აზრზე არ იყო რას კადრულობდა, მაშინ წარმოდგენა არ ჰქონია არც ჟურნალისტიკაზე, არც ქვეყანაზე. ორი ვარიანტია: ან განზრახ მოქმედებდა, უშუალო დავალებით, ან უბრალოდ ისე წააქეზეს ვიღაცებმა და შეაგდეს ამ როლის შესასრულებლად, ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა. ეს ხომ წარმოუდგენელი ამბავია?! ერთიც და მეორეც მავნებლობაა.

რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას, კიდევ უფრო მავნებლები და მეტი დამნაშავეები შეიძლება იყვნენ, იხდიდნენ სასჯელს, ნებისმიერმა მათგანმა შიმშილობა რომ დაიწყოს, სახელმწიფო ამას სამწუხაროდ ვერ დაექვემდებარება. სახელმწიფოს ჩამოშლისთვის აუცილებელ პირობებს დაგიდებენ ხელისგულზე, პოლიციის უფროსებს სილას გააწნავენ, მერე იშიმშილებენ და თურმე უნდა გამოუშვან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მიუხედავად გადაცდომის ფაქტებისა, ქართველი პოლიციელები ფრანგ, გერმანელ პოლიციელებზე მეტად ჰუმანურად მოქმედებენ.

„როგორც კი ქართველი პოლიციელის მიერ ძალის გამოყენება გადასცდება ევროპელი პოლიციელის ძალის გამოყენების ზღვრებს, პირველები ვიქნებით ვინც ამაზე ქართულ პოლიციას ვუსაყვედურებთ. იმიტომ, რომ ქართველი პოლიციელები მოქმედებენ უფრო ჰუმანურად. შედარებითია ყველაფერი - ყოველთვის არის რაღაც გამოვარდნები ამ მასშტაბის ღონისძიებების დროს. როგორც კი მიუახლოვდება გერმანელი, ფრანგი, ამერიკელი პოლიციელების უხეშობის დონეს, პირველები ვიქნებით, საყვედურს რომ ვიტყვით. მიუახლოვდება, არათუ გადასცდება. ყოველთვის არის უხეშობის რაღაც პრეცედენტები, ამათ უნდათ რომ ეს სახელმწიფოს დაზიანების, ინსტიტუტების ჩამოქცევის მცდელობა გადაფარონ რომელიღაცა პოლიციელმა ვიღაცაზე რომ იუხეშა... მთავარია ყველა იყოს ჯანმრთელად, საბოლოო ჯამში, ეს სპეციალური ღონისძიებები დამთავრდეს ხოლმე ისე, რომ ვიღაცის ჯანმრთელობა არ დაზიანდეს. გახარია როგორც თხრიდა ვიღაცებს თვალებს და შემდეგ ჩვენ გვიწევდა მისი დაცვა... თვალების დათხრა ლეგიტიმური იყოო არავის გვითქვამს, მაგრამ ლეგიტიმური იყო მოგერიება. წინა ხელისუფლების წარმომადგენლები კლავდნენ ადამიანებს, რომლებიც არ ძალადობდნენ, იდგნენ მშვიდობიანად და [გვამებს] სახურავებზე აწყობდნენ. ამის ავტორი ხალხი ვიღაცას ვიღაცამ სადღაც მიარტყა, რა საზიზღრობააო ამას ამბობენ. მიარტყა ცუდია, მაგრამ ასიათასჯერ დაბალი ხარისხის დარღვევაა, ვიდრე მათ მიერ ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, მათი მმართველობის დროს. ახლა მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც თვითონ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან შენიშვნას,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს