მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია - „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს

მმართველმა გუნდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციიდან წევრები გაიწვია. ამასთან, საპარლამენტო დელეგაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ წევრებმა მათი უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე ასამბლეის პრეზიდენტს ინდივიდუალურად მიმართეს.

პარლამენტის ბიურომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან წევრების გაწვევის საკითხს მხარი დაუჭირა.

როგორც ბიუროს სხდომაზე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, „წევრების გამოწვევის მიუხედავად, დელეგაცია არ უქმდება, დელეგაცია რჩება“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციაში კვოტები „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის სახელით „ხალხის ძალას“ ეკავა. დელეგაციის წევრები იყვნენ: თეა წულუკიანი, გივი მიქანაძე, მარიამ ლაშხი, ეკა სეფაშვილი, ასევე სათადარიგო კვოტით: - ლევან მაჭავარიანი, რატი იონათამიშვილი და ზვიად შალამბერიძე.

„ველით, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის პირვანდელ ღირებულებებს დაუბრუნდება, რომელიც დემოკრატიისა და სუვერენიტეტის პატივისცემაზეა დამყარებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს