დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებაზე - ეს აუცილებლად მოხდება

დონალდ ტრამპი სავაჭრო ტარიფების ფარგლების კიდევ უფრო გაფართოებით დაიმუქრა და გაიმეორა, რომ ევროკავშირს - და პოტენციურად გაერთიანებულ სამეფოს - ტარიფები დაუწესდებათ, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის ახალი ტარიფების დაწესება "აუცილებლად მოხდება" და გაიმეორა კრიტიკა ბლოკთან აშშ-ის დიდი სავაჭრო დეფიციტის გამო.

„შემიძლია გითხრათ, რომ ეს აუცილებლად მოხდება ევროკავშირთან დაკავშირებით. არ ვიტყოდი, რომ არსებობს ვადები, მაგრამ ეს საკმაოდ მალე იქნება“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპმა შედარებით რბილი პოზიცია დააფიქსირა გაერთიანებული სამეფოს მიმართ და პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან კარგ ურთიერთობას გაუსვა ხაზი. ამასთან, მისი თქმით, ტარიფები შეიძლება მაინც დაწესდეს.

”გაერთიანებული სამეფო ამ ჩარჩოში არ ზის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შესაძლებელია. პრემიერ-მინისტრი სტარმერი ძალიან კარგია. გვქონდა რამდენიმე შეხვედრა, გვქონდა მრავალი სატელეფონო ზარი, ძალიან კარგად ვთანხმდებით, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ჩვენი ბიუჯეტის დაბალანსებას“, - აღნიშნა ტრამპმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კანადიდან და მექსიკიდან იმპორტზე 25%-იანი დამატებითი ტარიფის, ჩინეთიდან იმპორტზე კი 10%-იანი დამატებითი ტარიფის დაწესებას ითვალისწინებს. ამასთან, კანადიდან იმპორტირებული ენერგორესურსები, მათ შორის ნავთობი, ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია, დამატებით 10%-ით დაიბეგრება.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა