ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება - ორივე აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მოექცევა

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და ჰერალდიკის საბჭო პარლამენტთან არსებული დაწესებულებები აღარ იქნება - ორივე დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, აღმასრულებელი ხელისუფლების სფეროში მოექცევა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და ის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით ჩამოყალიბდება. ეროვნული ბიბლიოთეკის დებულებას, საშტატო ნუსხასა და შრომის პირობებს კულტურის მინისტრი დაამტკიცებს. კულტურის მინისტრის პრეროგატივა იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლება.

როგორც შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თავის დროზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა.

“ეროვნული ბიბლიოთეკა სამართლებრივად დაკავშირებულია პარლამენტთან, ხოლო შინაარსობრივად - კულტურის სამინისტროსთან. პარლამენტთან მისი სამართლებრივი კავშირი ბუნდოვანია, რადგან ის პარლამენტის სტრუქტურული ერთეული არ არის, აქვს ცალკე სახაზინო კოდი, თუმცა მაინც პარლამენტის ნაწილია. გარკვეული ჰიბრიდია, რომელიც ასეთი სახით ჩვენს სამართლებრივ სივრცეში არც არსებობს. ასეთ სტრუქტურის შექმნას თავისი პრეისტორია აქვს, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის საპარლამენტო ბიბლიოთეკად ჩამოყალიბება ინსპირირებული იყო აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკისგან და პარლამენტის ბიბლიოთეკა მის დარად შეიქმნა, თუმცა პარლამენტის ბიბლიოთეკა და აშშ-ს კონგრესის ბიბლიოთეკა არსობრივად და ფუნქციურად ერთმანეთისგან განსხვავდება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტთან არსებულ ჰერალდიკის საბჭოს, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, მის ნაცვლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სიმბოლიკების დეპარტამენტი შეიქმნება. დეპარტამენტი მთავრობის კოორდინაციის ქვეშ მოექცევა - მის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს პრემიერ-მინისტრი, ხოლო დეპარტამენტის საქმიანობაზე კონტროლს მთავრობა განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს