ბელგიის პრემიერ-მინისტრად ბარტ დე ვევერი დაინიშნა

ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრად ნაციონალისტური პარტია „ახალი ფლამანდური ალიანსის“ ლიდერი, ბარტ დე ვევერი დაინიშნა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ი წერს, რომ ბელგიის მთავრობა საპარლამენტო არჩევნებში „ახალი ფლამანდური ალიანსის“ გამარჯვებიდან 8 თვის შემდეგ ჩამოყალიბდა და მას ფლამანდიელი ნაციონალისტი პირველად უხელმძღვანელებს.

ხუთმა პარტიამ ფართო უმრავლესობის კოალიციის შექმნაზე შეთანხმებას პარასკევს საღამოს, რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ მიაღწია.

კოალიციაში, რომელსაც „ახალი ფლამანდური ალიანსი“ ხელმძღვანელობს, ასევე, შედიან ქრისტიან-დემოკრატები და სოციალისტები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან, ასევე, ლიბერალური და ცენტრისტული პარტიები ქვეყნის სამხრეთიდან.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა