დანიის პრემიერი - ჩვენ აშშ-ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ

ჩვენ აშშ-ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოკავშირე ვართ, - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„ჩვენ ამერიკელების მხარდამხარ მრავალი ათწლეულის განმავლობაში ვიბრძოდით. ჩვენ აშშ-ის ერთი-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საუკეთესო მოკავშირე ვართ და ამიტომ, არ მინდა, რომ დანიას ცუდი მოკავშირე უწოდონ“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ დანიის ავტონომიური ტერიტორიის, გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვება აშშ-ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია.

ამასთან, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა Fox News-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ დანია კარგი მოკავშირე არ არის.

„გულწრფელად რომ ვთქვათ, დანია, რომელიც გრენლანდიას აკონტროლებს, თავის საქმეს არ აკეთებს და კარგი მოკავშირე არ არის“, - აღნიშნა ვენსმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა