შალვა პაპუაშვილი - პოლონეთში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააკავეს და მიიყვანეს - დარწმუნებული ვარ, პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას

[„ნაციონალური მოძრაობის“ სამართლებრივი შეფასებისთვის] საგამოძიებო კომისია ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით იქნება დაფუძნებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობა არ არის ვინმეს ნება, არამედ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა.

„ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ დააინიცირა საგამოძიებო კომისია, რომელიც ოთხშაბათს, პლენარულ სხდომაზე, დადგენილებით იქნება დაფუძნებული. გათვალისწინებული იქნება კვოტები პოლიტიკური ჯგუფებისთვის, ფრაქციებისთვის, დაკომპლექტდება უკვე შემადგენლობით და დაიწყებს მუშაობას. ჩვენ ვაპირებთ, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ექვსი თვის განმავლობაში, საგამოძიებო კომისიამ იმუშაოს და შედეგები უკვე სექტემბერში შეაჯამოს, საშემოდგომო სესიის დაწყებისთვის უნდა მივიღოთ მასთან დაკავშირებით დადგენილება.

რაც შეეხება კომისიასთან თანამშრომლობას, ეს არ არის ვინმეს ნება, ეს არის ვალდებულება, რომელიც კანონით, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებაა, რომ პირი, რომელიც დაბარებული იქნება საგამოძიებო კომისიის მხრიდან, გამოცხადდეს კომისიაზე და მისცეს ჩვენება. თქვენ ცოტა ხნის წინ ნახეთ, რომ პოლონეთში, საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიაში ყოფილი იუსტიციის მინისტრი არ გამოცხადდა, ის დააკავეს და მიიყვანეს საგამოძიებო კომისიაში. საგამოძიებო კომისიას აქვს სპეციალური, საკონსტიტუციო სტატუსის მქონე ინსტიტუცია, კომისია, რომელსაც აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსით დაცულია მისი ფუნქციონირება, ამიტომ ყველა ვალდებულია ითანამშრომლოს კომისიასთან და მისცეს ჩვენება. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პირები, რომლებიც დაბარებული იქნებიან კომისიაზე, მოვლენ და მისცემენ შესაბამის ჩვენებას. მეორეს მხრივ, თუკი არაფერი აქვთ დასამალი და არ ფიქრობენ, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი, რატომ არ უნდა უნდოდეთ, რომ საჯაროდ უპასუხონ იმ კითხვებს, რომლებიც დღემდე პასუხგაუცემელი აქვს საზოგადოებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო