საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Connect 2025-ში მონაწილეობს

ესპანეთის ქალაქ ჟირონაში ყოველწლიური საერთაშორისო საავიაციო ფორუმი CONNECT 2025 იმართება. საქართველოს საავიაციო ფორუმზე აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს. ქართულ დელეგაციას კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს და ვიზიტორებს ქუთაისის, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების პოტენციალს აცნობენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

საავიაციო ფორუმი მისასალმებელი სიტყვით Connect-ის დამფუძნებელმა, კარენ ბუტომ და ქალაქ ჟირონას მერმა გახსნეს. რიგით 21-ე ფორუმში 62 ქვეყნიდან 90-მდე ავიაკომპანიის და 190-მდე აეროპორტის 820 დელეგატი მონაწილეობს. ფორუმზე განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებულ და მოსალოდნელ გამოწვევებს. საუბარი შეეხება ავიაციისა და ტურიზმის სფეროების კიდევ უფრო განვითარებასა და ახალი ბაზრების ხელშეწყობას.

Connect 2025-ის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ, როგორც საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ ავიაკომპანიებთან, ისე პოტენციურ პარტრნიორ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან. სამი დღის განმავლობაში საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების დაწყებისა და არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდის მიზნით, აეროპორტების გაერთიანება (UAG) 30-ზე მეტი შეხვედრას მართავს.

მსგავსი სახის ფორუმები საქართველოსთვის საშუალებას იძლევა არსებული ავიაკომპანიები ბაზარზე კიდევ უფრო გაძლიერდეს და საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავიაკომპანიებთან და აეროპორტებთან თანამშრომლობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე