სახალხო დამცველი - ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით იყოს სრული მონიტორინგი - თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს

ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული მონიტორინგი იყოს როგორც ჩვენი, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან და ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი რა თქმა უნდა, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადი დღეს დარეგისტრირდა და შესაბამისი პროცედურები უკვე დაიწყო.

"ჩვენ საია-მ მოგვმართა, რომ სპეციალური ჯგუფი შევქმნათ და წარმოგვიდგინეს ადამიანების კანდიდატები, დღეს დარეგისტრირდა განცხადება და დავიწყეთ პროცედურა, უახლოეს დღეებში საზოგადოებას ვაცნობებთ შედეგებს. ამას თავისი პროცედურა აქვს და ადამიანები, რომლებიც წარმოგვიდგინეს, დეტალურად უნდა შემოწმდეს ამ ადამიანების კვალიფიკაცია. მე განვაცხადე, რომ ყველანაირად დავეხმარები პროცესს, რომ ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრული მონიტორინგი იყოს როგორც ჩვენი, ისე მათი წარმომადგენლების მხრიდან და ამას თუ სჭირდება დამატებითი მედიკოსების ჯგუფი, რა თქმა უნდა, არც ამის შექმნაზე ვიტყვი უარს",- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია