ადვოკატი - გიგი უგულავამ მისცა ჩვენება თუ როგორ მოხდა დაკავება და როგორ ძალადობდნენ მასზე ფიზიკურად - არანაირი რეალური გამოძიებისა და სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს

არანაირი რეალური გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს, არანაირი სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს - ეს არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი ყველა სახელმწიფო მექანიზმს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ადამიანების დასაშინებლად, - ამის შესახებ პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, გიგი უგულავას მხრიდან არანაირ წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია და ის რამდენიმე პოლიციელმა განზრახ დააკავა, რა დროსაც მასზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა.

"საზოგადოებამ კადრებში ნახა თუ როგორ ძალადობრივად მოხდა გიგი უგულავას დაკავება, ამიტომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გიგი უგულავა სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა. გიგიმ მისცა ჩვენება, თუ როგორ მოხდა მისი დაკავება, ასევე, როგორ ძალადობდნენ ფიზიკურად მასზე. გასაგებია, რომ ამ უწყებისგან არანაირი რეალური გამოძიების მოლოდინი არ გვაქვს, არანაირი სამართლიანი სასამართლოს მოლოდინი არ გვაქვს. გიგი დაკავებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 173-ე მუხლით, რის შემდეგაც, შესაძლოა სასამართლომ ნებისმიერი ტიპის სანქცია გამოიყენოს, რომელსაც კანონი ითვალისწინებს. ზოგადად ეს არის ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ და რეჟიმი ყველა სახელმწიფო მექანიზმს იყენებს როგორც ინსტრუმენტს ადამიანების დასაშინებლად. არანაირი წინააღმდეგობა პოლიციასთან არ ყოფილა, არანაირი პოლიციის მოთხოვნასთან დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, უბრალოდ ასე გადაწყვიტა ვიღაცამ, რომ ამჯერად გიგი უგულავას დაკავების დრო იყო. იმედი, რომ ნიღბებში დამნაშავე პოლიციელების ამოცნობა მოხდება, არ გვაქვს, არ აქვთ არანაირი ამოსაცნობი ნიშანი, მაგრამ ნორმალური გამოძიების პირობებში მათი ვინაობის დადგენაც შეიძლება, თუმცა რეჟიმი მუდმივად საუბრობს, რომ პოლიციელის ვინაობის დადგენა შეუძლებელია. სილის გაწვნისთვის მზია ამაღლობელი შესაძლოა დაისაჯოს და ეს მოძალადე პოლიციელები არასდროს ისჯებიან, რადგან იმალებიან თითქოს ნიღბების უკან", - აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

ცნობისთვის, პოლიტიკოსი გიგი უგულავა 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს