პეტერ ფიშერი - ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება

ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის თანახმადაც „საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს“.

„თუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, - წერს ელჩი X-ზე.

ცნობისთვის, გუშინ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„დღეს, თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების სასტიკი დარბევა მიუღებელია. საქართველო კანდიდატი ქვეყნის არანაირ მოლოდინს არ ამართლებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ ბრძოლაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის”, - დაწერა კაია კალასმა.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში