ჯეიმს მაკკლირი - დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ - დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს

დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები) X-ზე წერს.

„დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ“, - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

„საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს“, - ნათქვამია წერილში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს