ეკა ბესელია - რაც ხდება, გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის სახელმწიფო და დაემსგავსა დანაშაულებრივ დაჯგუფებას - მათ პასუხი მოეთხოვებათ და გასამართლდებიან

ის, რაც ხდება, უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე, - ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

ბესელიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში პასუხისმგებლობა საკონსტიტუციო სასამართლოსაც დააკისრა და განმარტა, რომ მისი ბრალეულობა პრეზიდენტის სარჩელის მიღებაზე უარის თქმაა, რომელიც საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.

”როგორი ცვლილებებიც არ უნდა მიიღონ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ამის მიუხედავად, არსებობს ქვეყნის ძირითადი კანონი, რომელსაც ვერ ცვლიან - კონსტიტუცია. არსებობს კონვენცია, რომელიც უფრო მაღლა დგას, საერთაშორისო სამართალი, რომელიც უფრო მაღლა დგას თავისი იერარქიით, ვიდრე არის ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ასეთ მიდგომებს კრძალავს.

არასდროს, არცერთ ავტორიტარულ ქვეყანაში არ ყოფილა ჩანაწერი, რომ როცა სამართალდამცველი ხარ, შეგიძლია მოიქცე მხეცივით და კოლექტიურად მოაწყო სადამსჯელო წამება. ეს არსად არ არის ჩაწერილი და ხომ აკეთებენ? მითხარით, რა აზრი აქვს ამათ ხელში, ან რას დაწერენ, ან რას შეცვლიან, ან რას გააუარესებენ.

ის, რაც ხდება, უკვე გასულია სამართლებრივი ნორმებიდან, ეს აღარ არის უკვე სახელმწიფო, არ აქვს მას არცერთი ატრიბუტი და ნიშანი და ეს ყველაფერი უკვე დაემსგავსა დანაშაულებრივ ორგანიზებულ დაჯგუფებას, რომელიც დათარეშობს კანონის სახელით და ძალადობს ადამიანებზე.

მათ ყველაფერზე პასუხი მოეთხოვებათ და გასამართლდებიან ოღონდ არა ამ სასამართლოს მიერ იმიტომ, რომ ამ სასამართლოს მოსამართლეებს მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება და არ დაგვავიწყდეს საკონსტიტუციო სასამართლო - მათ სინდისზე იყოს ის, რაც დღეს ხდება - ყველა ის მოქნეული ხელი, ყველა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჩადენილია ჩვენი უდანაშაულო მოქალაქეების მიმართ, ამაში საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიუძღვის ბრალი იმიტომ, რომ არ განიხილა პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც არჩევნებთან დაკავშირებული საკითხები გაასაჩივრა”, - აღნიშნა ბესელიამ.

კითხვაზე, მიიღებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი არჩევნებში მონაწილეობას, ბესელიას განმარტებით, ამის დრო და მომენტი დადგება, თუმცა, მისივე თქმით, პოლიტიკური პროცესის სათავეში დადგა ხალხი, რაც იძლევა იმის ლეგიტიმაციას, რომ სწორედ ხალხის ძალამ შეძლოს “ქართული ოცნების” განეიტრალება.

სალომე ზურაბიშვილი მომავალ არჩევნებში იყრის თუ არა კენჭს, არ ვიცი, ჯერ ვერ გეტყვით. ალბათ ამის დრო და მომენტი დადგება, როდესაც ჩვენ მივუახლოვდებით ამ ნიშნულს და მე მგონია, რომ ეს იქნება გაზაფხულზე მაინც, ის თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ახლა პროცესს მისი დახმარება სჭირდება და მისი როლი, ამ ეტაპზე, ძალიან მნიშვნელოვანია. მე უფრო მეტად ვხედავ, რომ ახლა პოლიტიკური პროცესის სათავეში დადგა საქართველოს მოქალაქე, ანუ ხალხი - ხელისუფლების წყარო სწორედ ის არის. ეს იძლევა იმის ლეგიტიმაციას, რომ სწორედ ხალხის ძალამ შეძლოს იმ კრიმინალური ჯგუფის განეიტრალება რომელიც მოქმედებს, როგორც დანაშაულებრივი დაჯგუფება”, - განაცხადა ბესელიამ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის