სალომე ზურაბიშვილი - ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს

ეხ, რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, ეუბნებოდნენ, რომ, თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია, მაგრამ "ამათ ეხერხებათ შურისძიება და რევანში", რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ "შეშინებულნი არიან".

"არ ვიცი, არ ვიცი.

მთელ ამ წლების მანძილზე გინება და შეურაცხყოფა ვისგან არ მომისმენია, პრემიერი იქნებოდა ეს, თუ რიგითი პარლამენტარი, თუნდაც დღევანდელი დე ფაქტო პრეზიდენტი! არავის (ერთი თუ ორის გარდა) ამ “ღირსეული ქცევისგან” თავი არ შეუკავებია!

თუმცა მეუბნებოდნენ, რომ, თურმე პოლიტიკური თანამდებობის პირს თმენის ვალდებულება გააჩნია… რაღაც ვერ ვატყობ მოთმინების უნარს ამათ შორის, უფრო ეხერხებათ შურისძიება და რევანში!!!

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ისე შეშინებულნი არიან, მოთმინება კი არა, გაგონებაც არ უნდათ იმისი, რასაც ფიქრობს საზოგადოება მათზე.

ეხ … რა ძნელია შენი ხალხის შიში რომ დაგიპყრობს…! ", - წერს "ფეისბუქის" პირად ანგარიშზე ზურაბიშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
Google-მა საქართველოში Coob Ads-ს Official Google Ads Sales Representative-ის სტატუსი მიანიჭა
თბილისის ზღვასთან თანამედროვე ეკოსისტემის მრავალფუნქციური დასვენებისა და მომსახურების კომპლექსი გაიხსნა