რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი - აშშ-ს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯების შესამცირებლად სჭირდება

ამერიკის შეერთებულ შტატებს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კიევზე ხარჯების შემცირებისთვის სჭირდება, ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე აშშ-ში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეორე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი პოლიშჩუკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა შეერთებულ შტატებს სჭირდება, რათა შეამციროს კიევის რეჟიმის შენარჩუნების ხარჯები, რომელიც მათთვის წამგებიანი აქტივი გახდა და სურს, მისი გადარჩენის პასუხისმგებლობის ტვირთი ევროპელ პარტნიორებზე გადაიტანოს“, - განაცხადა რუსმა დიპლომატმა.

მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განზრახვებზე საუბრისას „არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის ავტორია და უშუალოდ არის ჩართული კონფლიქტში კიევის მხარეს“.

„ის იყენებს ამ კონფლიქტს, მათ შორის, როგორც ინსტრუმენტს საკუთარი გლობალური ჰეგემონიის უზრუნველსაყოფად. ამერიკული დოქტრინული დოკუმენტები არ შეცვლილა და მათში რუსეთი ერთ-ერთ მთავარ მტრად არის განხილული. ვაშინგტონში ორპარტიული კონსენსუსი არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის „სტრატეგიული მარცხის“ მიყენების საკითხზე“, - განაცხადა პოლიშჩუკმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე