სიყვარულით სავსე დღეები „ბიბლუსში“ – 4-დან 14 თებერვლის ჩათვლით სასიყვარულო რომანებსა და გამორჩეულ სასაჩუქრე აქსესუარებზე 40%-მდე ფასდაკლება გელოდებათ. შესაძლებლობა გაქვთ, საყვარელი ადამიანისთვის ან საკუთარი თავისთვის განსაკუთრებული საჩუქრები შეარჩიოთ საუკეთესო ფასად.
პრემიუმ ხარისხის ბრენდების მოყვარულებს ფასდაკლება დახვდებათ ისეთ წამყვან ბრენდებზე, როგორიც არის: HUGO BOSS, Waldmann, Moleskine და Skyline Chess.
„ვალენტინობის დღის მოახლოებასთან ერთად, მოხარულები ვართ, შემოგთავაზოთ კამპანია, რომელიც ეხება ყველა ფორმით არსებულ სიყვარულს. 30%-მდე ფასდაკლება რომანტიკულ წიგნებზე მომხმარებლებს იწვევს, გადაინაცვლონ სასიყვარულო ისტორიების სამყაროში, გაიზიარონ პერსონაჟების ამბები და ამ გზით, თებერვლის თვე მეტად ემოციური გახადონ. „ბიბლუსის“ მაღაზიებში თანამედროვე რომანების გარდა, მსოფლიო ბესტესელერებიც არის წარმოდგენილი. წიგნი საუკეთესო საჩუქარია, როგორც საყვარელი ადამიანისთვის ასევე საკუთარი თავისთვის, ამიტომ არ გამოტოვოთ თქვენს ან/და თქვენთვის საყვარელი ადამიანის ლიტერატურის კოლექციაში ახალი წიგნის დამატების შესაძლებლობა“, – განაცხადა „ბიბლუსის“ შემოქმედებითმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ.
„ბიბლუსის“ მაღაზიებში მისულ მომხმარებლებს ექსკლუზიურად წარმოდგენილი ბრენდების მრავალფეროვანი სასაჩუქრე ასორტიმენტი დახვდებათ: „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს შევთავაზოთ არა მხოლოდ წიგნები, არამედ ის პროდუქტებიც, რომლებიც მათ ყოველდღიურობას უფრო საინტერესოსა და კომფორტულს გახდის. ამ კამპანიის ფარგლებში განსაკუთრებულ ფასდაკლებებს ვთავაზობთ ისეთ ბრენდებზე, რომლებიც ცნობილია ხარისხითა და ექსკლუზიურობით. ველით ყველა სტუმარს, რომ ერთად აღმოვაჩინოთ ახალი შესაძლებლობები!“, – აღნიშნა „ბიბლუსის“ მაღაზიის მენეჯერმა.
„ბიბლუსში“ წარმოდგენილი პრემიუმ ბრენდების შესახებ, რომელთა პროდუქციაზეც 40%-მდე ფასდაკლება ვრცელდება:
ფასდაკლება გავრცელდება როგორც მაღაზიებში, ისე ონლაინ.
„იცხოვრე სიყვარულით, შექმენი ისტორია!“
(R)