პარლამენტთან პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო - სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანეს

9 აპრილის ქუჩაზე მიმდინარე აქციაზე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა იყო.

სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები თავდაპირველად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ, რა დროსაც სკანდირებდნენ: „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

აღნიშნულის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ პროტესტი პარლამენტის გვერდით მდებარე 9 აპრილის ქუჩაზე გაეგრძელებინათ. როდესაც მედიის წარმომადგენლები და აქციის სხვა მონაწილეები 9 აპრილის ქუჩისკენ დაიძრნენ, პოლიციამ მათ გადაადგილება შეუზღუდა.

ჟურნალისტებმა სამართალდამცველებს განუმარტეს, რომ ისინი გზის გადაკეტვას არ აპირებდნენ და პროტესტის გაგრძელება უნდოდათ, ამის შემდეგ პოლიციამ მათ ტროტუარზე გადაადგილების ნებართვა დართო, თუმცა, ვითარება რამდენიმე წუთში შეიცვალა, პოლიციამ ჟურნალისტებს ტროტუარზე დგომის საშუალება არ მისცა. საბოლოოდ, მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ აქციის მიმდინარეობისას პოლიციამ ტერიტორიიდან ორი პირი გაიყვანა. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი პარლამენტის მთელ ტერიტორიაზე არიან მობილიზებულები არიან, როგორც გვერდითა ქუჩებზე, ასევე პარლამენტის უკან მდებარე სკვერში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის