მიხეილ ყაველაშვილი - ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა - კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ

ქვეყნის განადგურების საფრთხე ჯერ არ გამქრალა. კვლავაც რჩებიან ანტიქართული ძალები, რომლებიც საქართველოს დესტაბილიზაციისთვის ძალ-ღონეს არ იშურებენ, - ამის შესახებ პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა, მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა, სადაც პარლამენტს მოხსენებით მიმართავს.

ყაველაშვილის განცხადებით, საფრთხე მანამდე იქნება, სანამ უკრაინაში ომი არ დასრულდება და „საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები არ დასუსტდებიან“.

„საფრთხე კვალავ მაღალი იქნება, სანამ ჩემი აზრით, უკრაინაში ომი არ დასრულდება და კიდევ უფრო არ დასუსტდებიან საქართველოში არსებული უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ჯგუფები. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ომში ჩართვის, დესტაბილიზაციის და რევოლუციის არაერთ მცდელობას ჩვენმა სახელმწიფომ სიმტკიცით უპასუხა. ჩვენ შეიძლება ამ წლებს საქართველოს გადარჩენის პერიოდი ვუწოდოთ, რომელიც სამწუხაროდ, ჯერ არ დასრულებულა. ხაზგასასმელია, რომ ქვეყნის გადარჩენაში მთავარი როლი სწორედ ქართველმა ხალხმა ითამაშა, ყველა კრიტიკულ მომენტში გვერდით გადადო ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილით, სიბრძნითა და პატრიოტიზმით მიიღო გადაწყვეტილებები, გვერდში დაუდგა სახელმწიფოს და თავიდან აგვარიდა საქართველოს განადგურება. სწორედ ამიტომ, ქართველი ხალხის ნება, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ეროვნული ღირებულებები არის საქართველოს არაკეთილმოსურნეების მთავარი სამიზნე, რადგან იციან, რომ ჩვენი ქვეყნის სიმტკიცე სწორედ ამაზე დგას. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება და საბოლოოდ გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა