შალვა პაპუაშვილი მიხეილ ყაველაშვილს - მნიშვნელოვანია, გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის, თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და „გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა“ - მადლობა ამ შეფასებისთვის

მნიშვნელოვანია, გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის, თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და „გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა“ - მადლობა ამ შეფასებისთვის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტს მოხსენებით მიმართა.

პაპუაშვილმა მიხეილ ყაველაშვილს მოხსენებისას გამოთქმული შეფასებებისა და ხედვების გამო მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს ამ მოხსენებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გადავხედოთ გასულ წელს, შევაჯამოთ ის თუ რა ვითარებაში მოუწია ჩვენს ქვეყანას მართლაც და „გადარჩენის ვიწრო ბილიკზე გასვლა“. მადლობა ამ შეფასებისთვის და ასევე იმ მომავალი ხედვისთვის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს ყველა იმ მიმართულებით, რომელზეც თქვენ გქონდათ საუბარი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა