მიხეილ ყაველაშვილი - ღირებულებების თანხვედრა მაძლევს რწმენის საფუძველს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას მოვახერხებთ

ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის თანხვედრა მაძლევს ღრმა რწმენის საფუძველს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში ურთიერთობების გადატვირთვას და ნორმალიზებას მოვახერხებთ, - ეს განცხადება პრეზიდენტის თანამდებობაზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.

ყაველაშვილის აზრით, აშშ-ში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, მსოფლიოში ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის ცვლილება დაიწყო, რაც მისივე თქმით, სასიხარულოა.

“მე ამას დონალდ ტრამპის ეფექტს დავარქმევდი. აშშ-ში მიმდინარე პროცესებმა და მსოფლიოში მისმა გამოძახილმა ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამდენად სწორ პოლიტიკას და ღირებულებებს ატარებს ჩვენი სახელმწიფო.

სამშვიდობო პოლიტიკა, ეროვნული ინტერესების უპირველესობა, კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების დაცვა, ოჯახის სიძლიერე, ქრისტიანობის როლის გაძლიერება - სწორედ ეს არის ის ღირებულებები, რაზეც დგას ჩვენი სახელმწიფო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. ნათელია, რომ სწორედ ამ ღირებულებებს დაეფუძნება აშშ-ს პოლიტიკა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა ყაველაშვილმა პარლამენტს ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე მოხსენებით მიმართა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე