მიხეილ ყაველაშვილი - საქართველო ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს - საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას ზიანს აყენებს!

საქართველო ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს - საქართველოსთან მიმართებაში ორმაგი სტანდარტი ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას ზიანს აყენებს! - ეს განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტის პოსტზე საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა გააკეთა.

ყაველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო ბოლო პერიოდში არაერთი ევროპელი პარტნიორის მხრიდან უსამართლო თავდასხმის სამიზნე გახდა.

„განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ეს იმ სივრციდან, რომლისკენ სვლა ქართველმა ხალხმა სამართლიანობის, ურთიერთპატივისცემის, კანონის უზენაესობის დაცვის, ეროვნული იდენტობისა და სუვერენულობის შენარჩუნების იმედით გადაწყვიტა.

ორმაგი სტანდარტი, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ფაქტობრივად ყოველდღიურობად იქცა, სამწუხაროდ, ზიანს აყენებს ევროპულ ღირებულებებს და ევროპელი პარტნიორების რეპუტაციას.

საქართველო, ევროპული იდეისთვის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლის შემდეგ, არ იმსახურებს ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებით მოქმედება, რომელიც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოს გაყვანას და გაძლიერებას ისახავს მიზნად“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე