გენო პეტრიაშვილი აქციის მონაწილეების შეძახილებზე - რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი!

რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი! ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გენო პეტრიაშვილი მის მიმართ აქციის მონაწილეების შეძახილებს საქართველოს პარლამენტთან.

როგორც პეტრიაშვილი აღნიშნავს, გმირია პოლიციელი, ყველა სამართალდამცავი და ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ და უღალატოდ, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ისტორიას დარჩებიან როგორც გამყიდველები.

„მოგესალმებით! მინდა დღევანდელ ინციდენტს ორი სიტყვით შევეხო!

ყოველგვარ ზღვარს და მორალს გასცდა ამათი უმსგავსობა! მოღალატე და გამყიდველი უწოდო ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი ტკივილის ფასად დაიცვა სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ღირსება, არის უმსგავსობა და უღირსი საქციელი, რაზეც პასუხს აგებს ყველა! რაც დღეს საზოგადოებამ ნახა, არის ფაშიზმის კიდევ ერთი მაგალითი!

ყოველგვარ ზღვარს გასცდა თქვენი უღირსი საქციელი! აგენტებო და ფულზე გაყიდულებო! დიახ, გმირია პოლიციელი და ყველა სამართალდამცავი! დიახ, გმირია ყველა ის ადამიანი, რომელიც სამშობლოს ემსახურება უანგაროდ, უღალატოდ! თქვენ კი დარჩებით ისტორიას როგორც გამყიდველები!

დიდება ჩვენს გმირებს, დიდება ჩვენს სამშობლოს!“ - წერს გენო პეტრიაშვილი.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს