კახა კალაძე - რადიკალიზმი და ფაშიზმი დასრულდება, რომლის წახალისება უცხოეთიდან ხდებოდა და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა

რადიკალიზმი და ფაშიზმი დასრულდება, რომლის წახალისება უცხოეთიდან ხდებოდა და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა , - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე USAID-თან დაკავშირებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, რადიკალიზმი და ფაშიზმი დასრულდება, რომლის წახალისება უცხოეთიდან ხდებოდა.

„ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვადასტურებდით, რომ იყო კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყანაში აფინანსებდნენ პოლარიზაციას, რადიკალიზმს, ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, დაპირისპირებებს, რევოლუციურ მოწყობებს.

თქვენ გახსოვთ, როდესაც მიმდინარეობდა „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება, იმ შემთხვევას ვიხსენებ, როდესაც უკან გადავდგით ნაბიჯი და აღნიშნული კანონპროექტი არ მივიღეთ, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იყო ის, რომ მაგალითად, NED-მა გვითხრა, რომ ჩვენ გავასაჯაროებთ ყველა ხარჯებს, რაში იხარჯება წამოსული თანხები, თუმცა რა თქმა უნდა, არაფერი არ გაასაჯაროვეს, იმიტომ, რომ ვიცით, ეს თანხები რა მიმართულებით მიდიოდა.

გუშინ, კიდევ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2024 წლის არჩევნებზე 24 მლნ დაიხარჯა საქართველოში, ეს ფული რას მოხმარდა და ვის მოხმარდა, ხედავთ რა ხდება ქვეყანაში, ყოველდღიურად რა მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ყველაფერი დასრულდება. რადიკალიზმი და ფაშიზმი დასრულდება, რომლის წახალისება უცხოეთიდან ხდებოდა და საკმაოდ მსუყედ ფინანსდებოდა“, - განაცხადა კალაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!