ადვოკატი - ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების სასამართლოში გადმოყვანა, მოულოდნელად ვიგებთ, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება - მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება

მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ელიავასა და ალექსანდრე გოგოლაძის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა.

ნესტან ლონდარიძის თქმით, ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რომ არ ატყობინებენ ადვოკატებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაკავების დროს მათ მიმართ განხორციელდა არასათანადო მოპყრობა და ფიზიკური ძალის გამოყენება. ტრანსპორტირების დროსაც, საპატრულო პოლიციის ავტომანქანაში მოხდა მათ მიმართ ფიზიკური ძალის გამოყენება. დღეს ჩვენ ველოდებოდით, რომ ადმინისტრაციული წესით მოხდებოდა მათი სასამართლოში გადმოყვანა, ვიგებთ მოულოდნელად, რომ მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება იწყება. რა თქმა უნდა, მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, რადგან ჩემი ორდერი იდო საქმეში და მინიმუმ ჩემთან დაკავშირება მაინც შეეძლოთ, როდესაც გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად გადაჰყავდათ. ჩემთან არანაირი შეტყობინება ამასთან დაკავშირებით არ განხორციელებულა. შესაბამისად, კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ, რა გარემოება და რა ხორციელდება მათ მიმართ. აუცილებლად გავარკვევთ სად არიან ამჟამად ეს პირები და რა საგამოძიებო მოქმედებები იგეგმება მათ მიმართ.

მთლიანად დარღვეულია დაცვის უფლება, ადვოკატები საათობით ვყარაულობთ სასამართლოში, რომ მოულოდნელად არ მოხდეს საქმის შემოტანა და ისე არ გამოცხადდეს სასამართლო, რომ არ ვიყოთ ადგილზე. არ გვატყობინებენ ადვოკატებს და ისე ხდება საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას. რა თქმა უნდა ეს ხდება კანონმდებლობის სრული დარღვევით“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

„თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათივე განცხადებით, საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია