ადვოკატი - გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონიათ უგულავას და დაკავებულებს, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე წუთით - სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ

სახელდახელოდ მოფიქრებული მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე, სისხლის სამართლის წესით, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დაკავებული გიგი უგულავას ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, გიგი უგულავას გზის გადაკეტვის განზრახვა არ ჰქონია და ეს პირდაპირ ეთერში ყველამ ნახა.

„სამართლებრივი თვალსაზრისით აბსურდზე ვსაუბრობთ, ყველამ ნახა პირდაპირ ეთერში, რომ იქ გზის გადაკეტვის განზრახვა არავის ქონია, მით უმეტეს არ ჰქონია უგულავას და დაკავებულებს. თუ გზის გადაკეტვაზე ვსაუბრობთ, პოლიციამ გადაკეტა რამდენიმე შემთხვევაში და რამდენიმე წუთით.

სახელდახელოდ მოფიქრებულია მუხლი, როდესაც ორი დღით ადრე სტრატეგიულ ობიექტად აქციეს [მაგისტრალი]. სამართლებრივი სახელმწიფოსთვის აბსოლუტურად შეუსაბამოა ორი დღით ადრე კრიმინალიზებული ქმედებისთვის ადამიანს იჭერდე და ბრალს უყენებდე. ეს მუხლი გამოყენებული იქნა სადამსჯელოდ. ჩვენ ვართ მომსწრე კანონით დევნის, კანონით ძალადობის ადამიანებზე. ვხედავთ ფიზიკურ ძალადობას, სიტყვიერ ძალადობას, ადამიანების დამცირების მცდელობას პოლიციელების მხრიდან და თვალს ვადევნებთ სამართლებრივ ძალადობას ე.წ. ხელისუფლების მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს