ლევან ხაბეიშვილი - რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ჩვენი პასუხიც უნდა იყოს შეტევა: გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, რკინიგზაში, პორტებში

„რეჟიმი გადასულია შეტევაზე - ხალხის დაშინებას ცდილობს დაკავებით, ცემით, ამიტომ პროტესტი უნდა გახდეს უფრო მეტად მძლავრი, უნდა იყოს გაფიცვები, აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან, - ამის შესახებ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, ახლა „ერთიანობა მართებთ“ და საქმეზე უნდა გადავიდნენ.

„რეჟიმი იქცევა ასე, მუდმივად ცდილობენ, რომ წნეხის ქვეშ ჰყავდეთ ადამიანები და ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მათი მთავარი ამოცანაა, საქართველოს მოქალაქეები იყვნენ დევნილები. ახლა საინფორმაციო პროპაგანდა აწყობილი აქვთ, რომ იჭერენ, დევნიან - შეტევაზე არიან, ამიტომ საზოგადოებას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი პასუხი უნდა იყოს შეტევა და მათ შორის ის, რაც მათ სტკივათ. მე მესმის, რომ თავისუფლების აღკვეთა, პატიმრობაში ყოფნა არავის არ მოსწონს, მაგრამ ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყანა, რომელიც უნდა დავიცვათ, ამიტომ სწორედ, რომ გაფიცვები უნდა იყოს ყველგან, მაგალითად რკინიგზაში, პორტებში და ასეთი აქციებია საჭირო, რომ რეჟიმს წინააღმდეგობა გავუწიოთ. აქცია-პერფორმანსებით არ გამოდის ეს საქმე ასეთ მძიმე რეჟიმებთან. ჩვენ რომ გარეთ გამოვიხედავთ, ელექტროენერგია გვაქვს და სახლში ფერადი ტელევიზორი გვაქვს, არ ნიშნავს იმას, რომ ნორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შევარდნაძის დროსთანაც კი ვერ მივა ახლოს ის პოლიტიკური რეალობა, რომელიც ახლა გვაქვს - არიან მაგნიტსკის სიაში, არიან დასანქცირებულები, არავინ არ აღიარებს, ოფიციალური მწამებლები მიტაცებულ ძალაუფლებაში და ერთიც მინდა აღვნიშნო, რომ გაუგონარი თემების გარჩევები მიდის ტელევიზიით. კონკრეტული პოლიტიკოსები, გარკვეული ჯგუფები რაღაც გაურკვეველ დისკუსიებს აწარმოებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, იმის დროს და ამის დროს - შეწყვიტეთ ეს სიგიჟეები, ეს არის ოლიგარქის მთავარი ამოცანა, რომ ამ პროპაგანდის მესიჯებით გასაუბროთ.

მზია ამაღლობელზე გეუბნებიან, რომ კრიმინალია, 19-20 წლის ბავშვებზე გეუბნებიან, რომ სახელმწიფოს ატრიალებენ, დიმა ბიძინაშვილზე ამბობენ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა, სიგიჟეებს გახვევენ თავს და თქვენ კიდევ დგახართ და თავს იმართლებთ, პარტიულ კონიუნქტურებს განიხილავთ, ვიღაცებს ადარებთ ერთმანეთს და ან წიგნი ხომ წაგიკითხავთ, ან ხომ გიყურებიათ რეჟიმები როგორ იქცევიან, რეჟიმი არჩევნებით არ აბარებს ხელისუფლებას, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და ამიტომ ვფიქრობ, რომ სხვა საქმეზე უნდა მივდგეთ, ერთიანობა გვმართებს, ეს არ არის შეჯიბრებითობა, რომ ერთი პარტია მეორეს უპირდაპირდება, ცოტა დამშვიდდით და საქმეზე ვიფიქროთ. ჩვენ თანამოქალაქეები სხედან ციხეში სამშობლოს სიყვარულის გამო, ამიტომ ეს ბრაზი უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს