ლევან გოგიჩაიშვილი - პოლიციელები ველურების შთაბეჭდილებას ტოვებენ, თუ ეს პოლიციაა, მაშინ პოლიცია არ გვყავს, ეს რაღაც კოშმარია - არ მრჩება განცდა, რომ შიშის გამო ვიღაც უკან დაიხევს, პროტესტი შეუჩერებელია

არ მრჩება განცდა, რომ შიშის გამო ვიღაც უკან დაიხევს. პროტესტი შეუჩერებელია, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ხელისუფლების პროპაგანდა ხალხს აშინებდა, თუმცა ხალხში შიში უკვე გადალახულია.

„არ მრჩება განცდა, რომ კანონების გამკაცრება პროტესტს შეაჩერებს. ორი დღე პროპაგანდა ხალხს აშინებდა და შიში გადალახული იყო, იმ დღეს ადამიანები ამ განზრახვით მივიდნენ. შიში აღქმის მომენტია და იმ მომენტში ადამიანებმა გადალახეს. არ მრჩება განცდა, რომ შიშის გამო ვიღაც უკან დაიხევს. შეუჩერებელი პროტესტია. მე ვერ ვხედავ პროტესტის გაჩერების რესურსს. არ ვამბობ, რომ ბუკვალურად ხვალ, ჩვენ რაღაცას შევცვლით, მაგრამ მე ვერ ვხედავ, იმათ რისი გაკეთება შეუძლიათ. აქეთა მხარეს რესურსი სულ გაეზრდება, ხოლო იქით მხარეს რესურსი ყოველთვის შეზღუდული იქნება. ხელისუფლების ძალადობრივი რესურსი შეზღუდულია, პოლიციური რესურსი შეზღუდულია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, პოლიციის ქმედება არ არის ადეკვატური და თუკი ნიღბების უკან რეალურად პოლიციელები არიან, მაშინ კიდევ უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში.

„აქციებზე ძალიან არა პოლიციური შეხედულების ადამიანები დგანან, მაგრამ ესენი თუ პოლიციელები არიან, მაშინ უარესია. სიტყვა პოლიცია რომ მოხსნა, ჩვეულებრივი „შპანაა“, თავის ქცევაში, დამოკიდებულებაში, უზრდელობაში. სად გაიზარდნენ? რა მაინტერესებს იცით, პოლიციაში ქალების მიმართ რამე პრობლემები აქვთ? სიძულვილს არც მალავენ, რა ჭირთ ამ ადამიანებს? სპეციალურად არჩევენ ასეთ პრობლემურ ხალხს? ველურების შთაბეჭდილებას ტოვებენ, რომ ჩაკეტავ, შემდეგ გამოუშვებ და დარბის გავეშებული. რატომ დარბოდნენ ან ხალხი რომ ტროტუარზე დგას, ხელს რატომ კრავენ? ადეკვატური ქცევა არ გააჩნიათ ამ ადამიანებს. იმედი მაქვს, რომ ვიღაც ზონდერები ჰყავთ მოყვანილი თორემ, ეს თუ ჩვენი პოლიციაა, მაშინ ჩვენ კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში ვართ. ასეთი სიძულვილი ქალის მიმართ, რასაც ეს კაცუნები გამოხატავენ, ამას თუ რაღაც მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები არ ახლავს, მაშინ რაღაც სხვასთან გვაქვს საქმე. თუ ეს ჩვენი რეალური პოლიციაა, მაშინ ჩვენ პოლიცია არ გვყავს, ეს არ არის პოლიცია, ეს რაღაც კოშმარია“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო