ბენიამინ ნეთანიაჰუ დონალდ ტრამპს - თქვენ ისრაელის ყველაზე დიდი მეგობარი ხართ

თქვენ ყველაზე დიდი მეგობარი ხართ, ვინც კი ისრაელს ოდესმე თეთრ სახლში ჰყოლია, - ასე მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ჩამოთვალა ის ზომები, რაც დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის მეორე ვადით დაკავების შემდეგ განახორციელა, მათ შორის პალესტინის დახმარების სააგენტოსთან, UNRWA-თან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანებების ხელმოწერა და ირანზე მაქსიმალური ზეწოლის კამპანიის გაგრძელება.

"ეს ყველაფერი სულ რაღაც ორ კვირაში. შეგიძლიათ, წარმოგიდგენიათ სად ვიქნებით ოთხ წელიწადში? მე შემიძლია და ვიცი, რომ თქვენც შეგიძლიათ, ბატონო პრეზიდენტო“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

დონალდ ტრამპის კომენტართან დაკავშირებით, რომ შეერთებულმა შტატებმა ღაზას სექტორზე კონტროლი უნდა დააწესოს, ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს არის იდეა, რომელიც „ყურადღების მიქცევის ღირსია“.

მისი თქმით, ისრაელი ორიენტირებულია იმაზე, რომ ტერიტორია აღარ იყოს საფრთხე მათი ქვეყნისთვის.

„პრეზიდენტი ტრამპი განსხვავებულ მომავალს ხედავს ღაზასთვის. ვფიქრობ, ეს არის რაღაც, რამაც შეიძლება ისტორია შეცვალოს“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის