ჯო უილსონი - რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, როგორ შეგვიძლია ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დავეხმაროთ

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარ რიჩარდ კოლსთან შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრეს.

უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ შეხვედრის დროს განიხილეს, როგორ შეიძლება ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში დაეხმარონ.

„როჩარდ კოლსთან შეხვედრაზე განვიხილეთ, თუ როგორ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ ომის დამნაშავე პუტინის, ირანის რეჟიმისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის შესაჩერებლად და დავეხმაროთ ქართველ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მიღწევაში“, - წერს უილსონი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა