„ჰამასის“ წარმომადგენელი - ღაზას სექტორის კონტროლის შესახებ ტრამპის კომენტარები სასაცილო და აბსურდულია

ღაზას სექტორის კონტროლის შესახებ ტრამპის კომენტარები სასაცილო და აბსურდულია, - ამის შესახებ „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა.

„ტრამპის კომენტარები ღაზას სექტორის კონტროლზე მისი სურვილის შესახებ სასაცილო და აბსურდულია და მსგავს იდეებს რეგიონის აფეთქების გამოწვევა შეუძლია“, - განაცხადა აბუ ზუჰრიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“.

მისი თქმით, პალესტინელი ხალხის ეგვიპტესა და იორდანიაში გადასახლება უნდა მოხდეს.

კითხვაზე, თუ ვინ იცხოვრებს საბოლოოდ ღაზაში, როდესაც მას აღადგენენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს საერთაშორისო ადგილი უნდა იყოს.

„ჩემი წარმოდგენით, იქ იცხოვრებს მსოფლიოს ხალხი“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან.

ტრამპის თქმით, ღაზას სექტორი „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ გახდება.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა