დავით მათიკაშვილი - ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხი კონკრეტულად როდის გავა პარლამენტის სესიაზე, ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის

ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც საზოგადოებამ, მათმა მხარდაჭერებმა მიანიჭეს - ეს ფორმალური-პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ გადაწყდება, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტულად თარიღი, როდის გავა აღნიშნული საკითხი სესიაზე ჯერ ცნობილი არ არის.

„ბარიერგადალახული პარტიებიდან სამმა პარტიამ არ ისარგებლა იმ მანდატით, რომელიც მას საზოგადოებამ, მათმა მხარდაჭერებმა მიანიჭეს. მათ პარლამენტს მიმართეს შესაბამისი განცხადებით პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. საპროცედურო და წესების კომიტეტს გააჩნია ვალდებულება შეისწავლოს ეს განცხადება, დაადგინოს ნების გამოხატვის ნამდვილობა, რომ ამ პირებმა ნამდვილად თავისუფლად გამოხატეს ნება და უარი განაცხადეს პარლამენტის წევრის უფლებამოსილებაზე. შესაბამისად, ეს არის ფორმალურ-პროცედურული საკითხი, რომელიც საპროცედურო საკითხზე და წესების კომიტეტზე იქნა შესწავლილი დღეს.

ეს ფორმალური-პროცედურული საკითხი კომიტეტზე გადაწყდა. რაც შეეხება პოლიტიკურ საკითხს, ეს საქართველოს პარლამენტის სესიის მიერ გადაწყდება, რაც იქნება საზოგადოებისთვის საჯაროდ ცნობილი. კონკრეტულად როდის - ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

კითხვაზე, რას უპასუხებს ეჭვებს, რომელიც ოპოზიციაში გაჩნდა, რომ “ქართული ოცნება” ახლა მანდატების შეწყვეტით ბარიერებს ხსნის იმისთვის, რომ პოლიტიკოსების მიმართ “რეპრესიები” განხორციელდეს, მათიკაშვილმა უპასუხა:“ოპოზიციას ვუპასუხებ იმით, რომ ნაკლებად ეჭვიანები იყვნენ”.

“ჩაიხედონ კანონში და საკუთარი გადაწყვეტილებები იმ საზოგადოების ნაწილთან ერთად მიიღონ, ვინც მათ მხარი დაუჭირა. პირველ რიგში, მათ უმტყუნეს იმ ელექტორატს, რომელმაც ამ რადიკალურ ოპოზიციონერებს მხარი დაუჭირა”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის 49 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

კომიტეტმა, დღევანდელ სხდომაზე, პარლამენტის წევრის მანდატის შეწყვეტის თაობაზე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრების განცხადებები განიხილა და მათი ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა.

საბოლოო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას კი პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე მიიღებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში