დავით მათიკაშვილი მაგისტრალის გადაკეტვის საქმეზე - არავისთვის წარმოადგენს ინდულგენციას, პარლამენტის წევრები იქნებიან თუ რადიკალური ოპოზიციის ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან უგულებელყოფილი იქნება და არ დაისჯება

კარგად იყო ცნობილი, რომ მაგისტრალის გადაკეტვა, იმის მცდელობა, რომ საავტომობილო კოლაფსი მომხდარიყო ქალაქში და იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ “ამ წესის დარღვევის გამო დაკავებულების მიმართ შესაბამისი, ადეკვატური, სამართლებრივი ღონისძიება გატარდება.”

“საზოგადოებისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ მაგისტრალის გადაკეტვა, იმის მცდელობა, რომ საავტომობილო კოლაფსი მომხდარიყო ქალაქში და იმ ობიექტის ბლოკირება, რომელიც სტრატეგიული დანიშნულების ნუსხაშია შეტანილი, სისხლის სამართლის წესით ისჯება. შესაბამისად, ნურავის გაუკვირდება, თუკი ამ წესის დარღვევის გამო მათ მიმართ შესაბამისი, ადეკვატური, სამართლებრივი ღონისძიება გატარდება. არავისთვის არ წარმოადგენს ინდულგენციას, იქნებიან ეს პარლამენტის წევრები თუ რადიკალური ოპოზიციის ცნობადი სახეები, რომ მათი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იქნება უგულებელყოფილი და სათანადო წესით არ დაისჯება”, - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 8 პირს, რომლებიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით იყვნენ დაკავებული, ბრალდება შეეცვალათ. კერძოდ, აღნიშნულ პირებს გამოძიება ამჯერად, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს ედავება. გამოძიება მათ წინააღმდეგ, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებული 8 პირიდან ორი - გიგი უგულავა და დიმიტრი ბიძინაშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსია.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება