ადვოკატი - დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ბრალის დადგენილების ფურცელზე, რადგან მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პატიმარია და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია

დიმიტრი ბიძინაშვილმა უარი თქვა ხელი მოეწერა ბრალის დადგენილების ფურცელზე, რადგან მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე პოლიტიკური პატიმარია და მას ეს დანაშაული არ ჩაუდენია, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა ზაჰესის დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, ვიდეო ჩანაწერებით დასტურდება, რომ დიმიტრი ბიძინაშვილი უდანაშაულოა.

„სახელმწიფო ამ დაკავებულ 8 პირს ჯგუფურად გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას ედავება, რასაც საავტომობილო მოძრაობის შეფერხება შეეძლო გამოეწვია, თუმცა ბრალში წერია, რომ შეაფერხა. ვიდეო ჩანაწერების თანახმად აღნიშნული არ დასტურდება და დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ეს კანონი ანტიკონსტიტუციურია და არ იყო კარგად გაცნობილი საზოგადოებისთვის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაა, რომ საკანონმდებლო ორგანო და მთავრობის დადგენილების ავტორი არის მიმართული პოლიტიკური ბრალდებისკენ, შესაბამისად ეს ფაქტი არ მომხდარა და რომც მომხდარიყო ეს დანაშაული ვერ იქნებოდა. ჩვენ წარვადგენთ ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც ჩანს, რომ ისინი სავალ ნაწილზე არ არიან, შემდეგ პოლიცია ეუბნება - მიცემენ გზის გადაკეტვის საშუალებას - შემდეგ რამდენიმე პოლიციელს ბიძინაშვილი გამოჰყავთ, ძირს აგდებენ და ძალის გამოყენებით გზის შუა ნაწილში მიჰყავთ. ალბათ, ეს ჰგონია ბრალდების მხარეს გზის გადაკეტვის მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო საბა სხვიტარიძისგან განსხვავებით ამ კადრებს თვალს არ აარიდებს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულით, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო