საია-ს ინფორმაციით, მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „ბათუმელების“დამფუძნებელ მზია ამაღლობელს კლინიკაში დარჩენა არ სურს და მის პენიტენციურ დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადაყვანას მოითხოვს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საია-ს იურისტმა, ჯუბა ქათამაძემ „ვივამედში“ მზია ამაღლობელის მონახულების შემდეგ განუცხადა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. ბრძოლას აგრძელებს, რითაც შეუძლია. ხილულად, რაც ვნახე, რაიმე განსაკუთრებული პრობლემა არ აქვს. აცხადებს, რომ შიმშილობს ყველა პოლიტიკური პატიმრისთვის. მისი თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ის ცინიკური განცხადებები, რაც მმართველი გუნდის მხრიდან ისმის მზიას შიმშილობაზე, უფრო ძალის მიმცემია მისთვის, რომ შიმშილობა გააგრძელოს. ჩვენ ვთხოვეთ შეწყვიტოს, თუმცა გვიწევს პატივი ვცეთ მის გადაწყვეტილებას.

თავად დღეს მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში. აქ დარჩენა არ უნდა. როგორც ზურა ჩხაიძემ მითხრა, დღეს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს, შემდეგ გადაწყდება გადაყვანის საკითხი. მზიად უკან დაბრუნება უნდა“, - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

ამასთან, ჯუბა ქათამაძის თქმით, ანალიზებში ამ დროისთვის „რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ არის“.

„ვივამედში“ გარკვეულის სახის კვლევები ჩაუტარდა. ექიმებს შევხვდი. როგორც მითხრეს, ჯერ რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ არის ანალიზებში. დოკუმენტაციას გადავამოწმებთ სხვა ექიმებთან“, - აღნიშნა იურისტმა.

გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, მზია ამაღლობელს საია-ს მიერ დაკომპლექტებული ექიმთა ჯგუფი რამდენიმე დღეში ინახულებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება