პარლამენტი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი გავიდა.

პარლამენტის დადგენილების პროექტი უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი კირცხალიამ წარადგინა. მომხსენებლის მიმართ არ დასმულა კითხვები და არც სიტყვით არავინ გამოსულა.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია - ასეთია საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სახელწოდება, რომლის შექმნასაც დღესვე ეყრება კენჭი.

დადგენილების პროექტის თანახმად, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრება, თუმცა “ქართული ოცნების“ ინფორმაციით, კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ სამი თვით გაუხანგრძლივდება და სულ 6 თვე იმუშავებს.

დადგენილების პროექტის მიხედვით, 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია.

“საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-2012 წლებში ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე მრავალი დანაშაული ჩაიდინა.

2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. კერძოდ, “ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობას უკავშირდება - პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა, კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით, კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება, 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისათვის ომის დანაშაულის დაბრალება.

გასათვალისწინებელია, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასაკის გამო არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც “ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა.

შესაბამისად, 2003-2012 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის.

2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი სისტემური დანაშაულების შეუფასებლობა წარმოადგენს პრობლემას, რამაც დააბრკოლა საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბება, ხელი შეუწყო პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს შექმნასა და საბოლოო ჯამში, საფრთხე შეუქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“, - წერს “ქართული ოცნება“ დადგენილების პროექტის განმარტებით ბარათში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია