სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ხვდება.

შეხვედრას, ასევე, ესწრებიან ოპოზიციური პარტიების ლიდერებიც. კერძოდ, ადგილზე უკვე იმყოფებიან „ძლიერი საქართველოს“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „გახარია საქართველოსთვის“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ისაუბრონ და იმუშაონ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გადაარჩინონ ქვეყნის ევროპული მომავალი.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად, სულ უფრო მეტ კონსოლიდაციას ახდენს ავტოკრატიული მმართველობის. პრინციპში, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცდილობს, მოახდინოს დიქტატურის კონსოლიდაცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა ვისაუბროთ და ერთად ვიმუშაოთ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, მისი ევროპული მომავალი და დემოკრატიული განვითარების თეორიული შესაძლებლობაც კი.

გახსოვთ, წინასაარჩევნოდ ჩვენ მოქალაქეებთან ძალიან ღიად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევანი 26 ოქტომბერს იყო ან იზოლაცია და სიღატაკე საერთაშორისო იზოლაციაში, ან ევროპული მომავალი, ევროპული კეთილდღეობა. ხალხმა გააკეთა არჩევანი ევროპული კეთილდღეობისთვის, მაგრამ ივანიშვილი ყოველდღიურად გვპარავს ამ შესაძლებლობას. ხედავთ, რომ ქვეყანას აქცევს სრულ იზოლაციაში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 16:00 საათზე დანიშნულია კიდევ ერთი შეხვედრა, რომელიც მხოლოდ ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის გაიმართება.

გიორგი ანთაძე - ტრამპისა და სი ძინ პინის შეხვედრა პეკინში იყო კლასიკური „დიდი ძალების მენეჯმენტი“ - არა დრამატული გარღვევები, არამედ სტაბილიზაციისა და პოზიციების გადანაწილების მცდელობა
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა