„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ - გიგი უგულავას მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება, ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე - თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!

რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე,- ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაში“ აღნიშნავენ, მუდმივი პროტესტით და თავისუფლებისთვის ბრძოლით შეძლებენ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას.

“ბოლო თვეების განმავლობაში ივანიშვილის რეჟიმი დიქტატურის დამყარების საბოლოო ეტაპზე გადავიდა. დიქტატორული კანონმდებლობის მიღებით, თავისუფალი მოქალაქეების დაპატიმრებითა და დაკავებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლების ფუნდამენტის გამაგრებას, რაც პროტესტის შიშითაა გამოწვეული.

რეჟიმმა 2 თებერვალს “თბილისი მოლთან” გამართული მშვიდობიანი პროტესტისთვის სისხლის სამართლის წესით 8 პირი დააკავა, მათ შორის, თბილისის ყოფილი მერი და ჩვენი პარტიის წევრი გიგი უგულავაც, რომლის მიმართ ივანიშვილის ვენდეტა არ სრულდება - ის უკვე მეოთხედ გახდა პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნე.

თავდადებით, მუდმივი პროტესტით, თავისუფლებისთვის ბრძოლით ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას და ყველა პოლიტპატიმრის განთავისუფლებას!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს! თავისუფლება საქართველოს!”, - წერია განცხადებაში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს