კობა ხაბაზი გზის გადაკეტვის ფაქტზე მის დაჯარიმებაზე - გამიმართლა, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი კობა ხაბაზი სასამართლომ, გზის განზრახ გადაკეტვისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და სახდელის სახით 500 ლარით დააჯარიმა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მის დანაშაულს არ ადასტურებს და კადრებშიც ჩანს, რომ ადგილზე გზის გადაკეტვისათვის საჭირო რაოდენობის აქციის მონაწილეები იყვნენ.

„მოვითხოვე ვიდეჩანაწერები, სადაც ჩანს ის სამი საპროტესტო მსვლელობა - ვაკის პარკიდან, მარჯანიშვილიდან და პარლამენტიდან, რადგან ჩანს, რომ არათუ ხალხი არ იყო, არამედ იქაც ვერ ვეტეოდით. მე ასევე შევთავაზე, რომ 2000 მოწმეს მივიყვანდი, ვინც იმ დღეს აქციაზე იქნებოდა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოსამართლეს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. მე გამიმართლა იმაში, რომ ესენი კომუნისტების დროს არ იყვნენ, როცა ლენინის ძეგლი ჩამოვაგდე, თორემ სამუდამო პატიმრობას მომისჯიდნენ. ბრძოლა გრძელდება, საქართველოს რუსულ ჭაობში ჩაძირვისთვის ვერ გავიმეტებთ“, - განაცხადა კობა ხაბაზმა.

მოსამართლემ გზის განზრახ გადაკეტვის ფაქტზე, კობა ხაბაზს 500-ლარიან ჯარიმასთან ერთად, 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც შეუჩერა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს