გურამ მაჭარაშვილი - 61 „ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა - ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიცია მანდატების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა, ჩვენ საქმეს გაგვიიოლებდა

ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ოპოზიცია მანდატების შეწყვეტაზე განცხადებას დაწერდა, ჩვენ გაგვიიოლებდა საქმეს - 61 „ნაცის“ ნაცვლად, პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 49 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიციაშია და სწორედ ამიტომ, მათი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის.

„ყოველთვის ვამბობდით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ არა თუ პარლამენტში, არამედ საერთოდ პოლიტიკაში რომ იყოს, იმას არ იმსახურებს, იმიტომ, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაშია. ამიტომ, მისი ადგილი ქართულ პოლიტიკაში და მით უმეტეს, პარლამენტში არ არის. გამომდინარე აქედან, ყოველთვის ვამბობდით, რომ თუკი ისინი განცხადებას დაწერდნენ, ჩვენ გაგვიიოლებდნენ სიტუაციას, რომ ისინი პარლამენტიდან გაგვეშვა. სამწუხაროდ, გახარიას პარტიამ არ დაწერა ასეთი ტიპის განცხადება, რომ ისინიც წასულიყვნენ პარლამენტიდან. ქართულ საზოგადოებაში მუდამ არის ასეთი მოთხოვნა, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ არ უნდა იყოს ქართულ პოლიტიკაში. შესაბამისად, ეს არის დასაწყისი, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, გარდა გახარიას 12 წევრისა, აღარ იქნება საქართველოს პარლამენტში ანუ, 61 „ნაცის“ ნაცვლად პარლამენტში 12 „ნაცი“ დარჩა. იმედი მაქვს, რომ საგამოძიებო კომისიის შემდგომ, როცა 6 თვის თავზე არსებულ მტკიცებულებებს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები დაემატება მათ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, უკვე არათუ პარლამენტს, არამედ ქართულ პოლიტიკასაც ჩამოცილდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრებს - ჯამში, 49 დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი მანდატების შეწყვეტის თაობაზე მათი პირადი განცხადებები გახდა, რომლითაც პარლამენტს გასული წლის ნოემბერში მიმართეს.

პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია „გახარია საქართველოსთვის“. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად, 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში