დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, ანდრეი სიბიგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დღეს მე უკრაინისთვის 55 მილიონი ფუნტის ღირებულების გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერის შესახებ ვაცხადებ, რომელიც ჩვენს ქვეყნებში მდგრადობასა და ეკონომიკურ ზრდას ხელს შეუწყობს“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი დახმარების პაკეტი უკრაინის სოციალური, ბიზნესისა და ენერგეტიკული სფეროების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ამასთან, დევიდ ლემიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი მოლაპარაკებების შესახებ სერიოზულად არ არის განწყობილი.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ რუსეთი მოლაპარაკებებისა და მშვიდობის შესახებ სერიოზულად არის განწყობილი. პირობები, რომელიც პუტინმა გასულ წელს დააწესა, არ წარმოადგენს იმის საფუძველს, რომლის მიხედვითაც სუვერენულმა სახელმწიფომ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოს“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს