გურამ მაჭარაშვილი - რამდენი მოქალაქე პოლიციის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, მერე კი იტყვის, ვიშიმშილებ, სანამ არ გამათავისუფლებთო, ამაზე სახელმწიფო ვერ წავა - ასე სისტემა ჩამოიშლება

არავის ინტერესში არ არის, რომ პატიმარმა იშიმშილოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა - რამდენი მოქალაქე პოლიციის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, მერე იტყვის, ვიშიმშილებ, სანამ არ გამათავისუფლებთო, ბუნებრივია, რომ ამაზე სახელმწიფო ვერ წავა, რადგან ასე სისტემა ჩამოიშლება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მზია ამაღლობელი ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ არის და ეს იქნება „ვივამედში“ თუ სხვაგან, ამას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ.

„ჩვენ კარგად გვახსოვს სააკაშვილის „კლოუნადა“ - ჯერ როგორ კლავდნენ, მერე როგორ გამოაცოცხლეს. ხან დემენცია აქვსო და ხან ევროპული ჰაერი უნდაო. მერე აღმოჩნდა, რომ აღარც დემენცია აქვს, აღარც ევროპული ჰაერი უნდა და მშვენივრად ჭიკჭიკებს სასამართლო პროცესებზე - ძალიან კარგად გრძნობს თავს. ეს ზღაპრები არ გაუვიდათ, მათ შორის არც უცხოელებს, რომ ამბობდნენ, იქნებ სააკაშვილი გამოვუშვათ უკანონოდ ციხიდანო. ახლა ამაღლობელთან დაკავშირებით უნდათ მეორე სერია, რაც რა თქმა უნდა, იმ მასშტაბების არ არის, მაგრამ იგივე მიზანი აქვთ მასთან დაკავშირებითაც. ყველა მიხვდა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. სოციალურ ქსელებშიც კი ვნახეთ, როგორ აქეზებდნენ, რომ ისე ეშიმშილა, ფატალური შედეგი დამდგარიყო, იმიტომ, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ უბრალოდ ასე აწყობს. იმედია, რომ ამისი ჭკუა-გონება თავად ამაღლობელს და მის ახლობლებს ეყოფათ, რომ არ აღმოჩნდეს მძევალი კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“. როგორც სააკაშვილი აღმოჩნდა, მერე მიხვდა და დააღწია თავი ამ მძევლობას. ახლა ჭამს სვამს და არის მშვენივრად.

რა თქმა უნდა, არავის ინტერესში არ არის, რომ პატიმარმა იშიმშილოს, ეს მისი გადაწყვეტილებაა. რამდენი მოქალაქე პოლიციის წინააღმდეგ აღმართავს ხელს, მერე იტყვის, ვიშიმშილებ, სანამ არ გამათავისუფლებთო, ბუნებრივია, რომ ამაზე სახელმწიფო ვერ წავა, რადგან ასე სისტემა ჩამოიშლება. ასეთ ქვეყანაში ეს არ მუშაობს. ეს ადამიანი ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშ არის და ეს იქნება“ვივამედში“ თუ სხვაგან, ამას შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გუშინ გადაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში