„ვივამედის“ დირექტორი - მზია ამაღლობელს მისი მდგომარეობისთვის დამახასიათებელი ჩივილები აქვს, აღენიშნება წონაში კლება, თუმცა დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი ადეკვატური და კონტაქტურია

კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ბათუმელების“ დამფუძნებელმა, მზია ამაღლობელმა წონაში დაიკლო, თუმცა მას ამ დროის დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია და კონტაქტურიცაა.

როგორც ჩხაიძემ კლინიკა „ვივამედთან“ ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელს კვლევები ჩაუტარდა და დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარებასაც დათანხმდა.

„როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი მზია ამაღლობელი შემოვიდა ჩვენს კლინიკაში გუშინ, საღამოს 17:00 საათზე, გეგმურად. მას შემოსვლისთანავე ჩაუტარდა წინასწარ დაგეგმილი ლაბორატორიული ინსტრუმენტული კვლევები. გარდა ამისა, დამატებითი კვლევებიც გახდა საჭირო, რაც კვლევის პროცესში გამოიკვეთა. გარდა ამისა, სხვადასხვა სპეციალობის ექიმმა კონსულტაცია ჩაუტარა და მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, შემდგომი გართულების პრევენციის მიზნით, დაეწყო დამხმარე თერაპიული ღონისძიებების ჩატარება, რაზეც მან თანხმობა განაცხადა. ჩვენ ამით მოხარული ვართ“, - განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, მზია ამაღლობელს დიაგნოზიდან გამომდინარე დამახასიათებელი ჩივილები აქვს, აქვს წონაში კლებაც.

„წონის კლება არის, კონკრეტულ ციფრს ვერ დაგისახელებთ. დამოუკიდებლად გადაადგილდება, პაციენტი ადეკვატურია და კონტაქტური“, - განაცხადა ჩხაიძემ.

როგორც მან აღნიშნა, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და თუ დამატებითი კვლევის ჩატარება იქნება საჭირო, პაციენტს ჩაუტარდება. ამასთან, ზურა ჩხაიძის განმარტებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზია ამაღლობელს კლინიკის დატოვება სურს.

„მე ეს ინფორმაცია არ მაქვს. მონიტორინგის პროცესი გრძელდება. ახლაც კონსულტირდება სხვადასხვა სპეციალისტის მიერ. დღის განმავლობაში კიდევ ვნახავთ, ხვალ შევაფასებთ მის მდგომარეობას და მისი შემდგომი მკურნალობა გადაწყდება“, - განაცხადა ჩხაიძემ.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად რეკომენდებულია მზია ამაღლობელის მიერ კლინიკის დატოვება, ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, რომ ეს მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გუშინ გადაიყვანეს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება