ელენე ხოშტარია - ოთხივე კოალიცია და პრეზიდენტი ერთად შევხვდით ელჩებს - ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია რეჟიმს ეტკინოს

ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია, რომ ეტკინოს ამ რეჟიმს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციაც ესწრებოდა.

როგორც ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, ელჩებს გააცნეს ინფორმაცია იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად და საცემად.

„მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ერთიანი შეხვედრა - ოთხივე კოალიცია და პრეზიდენტი ერთად. ჩვენ შევხვდით წევრი ქვეყნების ელჩებს. რა თქმა უნდა, მთავარი სათქმელი არის პოლიტპატიმრები, რომელთა რაოდენობაც იზრდება. წნეხი აუცილებელია ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ახალი არჩევნები.

დეტალები გავაცანით იმ არაკონსტიტუციური კანონების შესახებ, რომელიც გამიზნულია ადამიანების დასაჩაგრად, საცემად და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ, თუ რას ელოდება ხალხი ევროპელი პარტნიორებისგან. ვისაუბრეთ ყველა კონკრეტულ მექანიზმზე, რომელიც აუცილებელია, რომ ეტკინოს ამ რეჟიმს“,- აღნიშნა ხოშტარიამ.

მისივე თქმით, არაკონსტიტუციურია ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

„არ არის პარლამენტი, იქ რაღაცას ბოდიალობენ. არაკონსტიტუციურია ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ. ამას არავინ ემორჩილება. ნახეთ, ნიღაბი იქნება, გზა, ქუჩა, რასაც მოიგონებენ, თუ მეზობელთან გადასვლის კრიმინალიზაციას გააკეთებენ, ამას არავინ ემორჩილება. არც დავემორჩილებით. ეს არ არის არც პარლამენტი, არც საკანონმდებლო პროცესი, არის სრულიად არაკონსტიტუციური“,- აღნიშნა ხოშტარიამ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!