ირაკლი კობახიძე ყაზახეთის პრემიერს - საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს

საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ოლჟას ბეკტენოვთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის.

„საქართველოსა და ყაზახეთს ტრადიციულად აკავშირებთ მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები.

გამოვხატავთ მადლიერებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამო, საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობა ხასიათდება ზრდის ტენდენციებით. ყაზახური ბაზარი მიმზიდველია ქართველი ექსპორტიორებისთვის. ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ქართული აგრო-სასურსათო პროდუქტების ექსპორტს ყაზახეთში, ასევე წავახალისოთ ინვესტიციები აგრო-სასურსათო სექტორში. ყაზახეთი არის საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული და სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. შესაბამისად, გამოვხატავთ მზადყოფნას, განვაგრძოთ თანამშრომლობა ყაზახურ მხარესთან ტურიზმის სფეროში.

გვაქვს შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადები, ასევე წვდომა ძირითად საერთაშორისო ბაზრებთან. საქართველო დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მიესალმება ყაზახ ინვესტორებს. სასიხარულოა, რომ ყაზახური ბიზნესი წარმატებით ვითარდება საქართველოში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის