სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს სასამართლომ 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს სასამართლომ 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სამოქალაქო აქტივისტი ისაკო დევიძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 3 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ისაკო დევიძე 1-ელ თებერვალს მისი სახლის ჩხრეკის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.