გრიგოლ გეგელია - ელჩებთან შეხვედრაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიული პროცესები - განვიხილეთ შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები, რომ სახელმწიფო დავიხსნათ რუსების მმართველობისგან

შეხვედრაზე განვიხილეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია და ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიული პროცესები, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.

“ჩვენ გვქონდა შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან. ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ევროსაბჭოს რეზოლუციის ირგვლივ საუბარი. სწორედ, ამ კონტექსტში ჩაინიშნა პირველად ჩვენი შეხვედრა, ამიტომ განვიხილეთ ევროსაბჭოს რეზოლუცია, ამავე დროს, ბუნებრივია, განვიხილეთ ქვეყანაში მიმდინარე ავტოკრატიული პროცესები - ადამიანების დაპატიმრება და დევნა პოლიტიკური ნიშნით. ფართო რეპრესიები არა თუ “ქართულ ოცნებას” დაანონსებული აქვს, არამედ უკვე აღსრულების ფაზაშია. რა თქმა უნდა, განვიხილეთ შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო დავიხსნათ რუსების მმართველობისგან და მივიღოთ ახალი არჩევნები, რომელშიც ყველა ჩვენი მოქალაქე თავისუფალ პირობებში გააკეთებს საკუთარ არჩევანს”, - განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ოფისში, სამი ოპოზიციური კოალიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის