სალომე ზურაბიშვილი - საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს - ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, ინვესტიციები სრულად გაჩერებულია

საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ საზოგადოებას აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები მისცენ, [მაგალითად], ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან - ასევე, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში პოლიტიკა აღარ არსებობს.

„დღეს თუ გადავხედავთ რა ზომები, რა კანონები და გადაწყვეტილებები არის მიღებული არჩევნებიდან შემდგომ პერიოდში, მხოლოდ და მხოლოდ, მიღებულია რეპრესიული ზომები და კანონები, სხვა არაფერი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ გადაწყვეტილებას, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ მართული იყოს ეს ქვეყანა რამე მიმართულებით და რამე მიმართულებით მიდიოდეს. არც საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს. ის მხოლოდ იმაზეა დაყვანილი, რომ საზოგადოებას აღიარების ვითომცდა რაღაც ფორმები მისცენ, [მაგალითად], ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, ოღონდ ვიღაც იყოს მეორე მხარეს და ეს გაასაღონ, როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე, ვიზიტები სხვადასხვა ქვეყანაში, საიდანაც არაფერი არ მოდის, არანაირი შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა, ჩამოვიდა და სადღაც რაღაც შეხვედრა შედგა.

ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა, გაჩერებულია ყველაფერი. ინვესტიციები სრულად გაჩერებულია. აქაც, ვითომც პოლიტიკა გვაქვს და ვითომც პოლიტიკა არის ვითომც, რაღაც მემორანდუმი, რომელმაც ვითომც მილიარდები უნდა შემოიტანოს. სრულად გაურკვეველია, რა ფორმით, როდის და რისთვის. ეს არის ქვეყანა, სადაც აღარ არსებობს პოლიტიკა, როგორც ასეთი. ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან ან საზოგადოებისგან ან ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რომ აბა რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვთ... ეს არის აბსურდული კითხვები. ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც მხოლოდ ბრძოლა შეიძლება. ეს ბრძოლა გაშლილია ყველა ფრონტზე. ამას ძალიან აფასებენ. ეს იყო ჩვენი პარტნიორების მოსვლის ერთ-ერთი გზავნილი, რომ აღფრთოვანებულები არიან იმით თუ რა შემართებით არის ჩვენი დღევანდელი საზოგადოება და როგორ ჩანს, რომ ის ბოლომდე წავა და არ უშინდება იმ რეპრესიულ ზომებს, რაც მიღებულია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ