ირაკლი კობახიძე - ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა - უამრავი თავსმოხვეული ხარვეზი იყო კანონმდებლობაში და ჩვენი პასუხისმგებლობაა ეს ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას

ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში. ეს იყო თავსმოხვეული ხარვეზები და ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ეს თავს მოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ განაცხადა, რომელიც პარლამენტში დაინიცირდება.

კობახიძის თქმით, ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება.

„დღეს მმართველმა გუნდმა გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რომელიც შეეხება საკანონმდებლო პაკეტს. აქ საუბარია, როგორც ამერიკული “ფარას” ასლის დაინიცირებაზე, ასევე შეეხება საკითხი მედიის შესახებ კანონმდებლობას, სადაც, რა თქმა უნდა, იქნება გაწერილი ობიექტურობის სტანდარტები, რაზეც ისაუბრა დღეს უმრავლესობის ლიდერმა, ასევე, ეთიკური სტანდარტები. იქნება არსებითად ბრიტანულ მოდელზე დაფუძნებული ეს ყველაფერი.

ასევე არის მთელი რიგი ინიციატივები, როგორიც არის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული კანონპროექტი და ა.შ.

დღევანდელ ბრიფინგზე უმრავლესობის ლიდერის მიერ ძალიან სწორად ითქვა, რომ ჩვენ ბოლომდე უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი ხარვეზი იყო კანონმდებლობაში. ეს იყო თავს მოხვეული ხარვეზები და ჩვენი პასუხისმგებლობაა ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ეს თავს მოხვეული ხარვეზები მაქსიმალურად აღმოიფხვრას. ეს სჭირდება ჩვენს საზოგადოებას, ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას. ქვეყანა უნდა იმართებოდეს ეფექტიანად და სწორედ ამას უზრუნველყოფს ის პაკეტი, რომელიც დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში”, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში